Loading...
მთავარი2022-03-08T09:35:18+00:00

ჩვენ შესახებ

პროგრესის ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 2017 წელს. პროგრესის ცენტრს შემოაქვს ახალი იდეები და მიდგომები ქვეყნის განვითარებისთვის. ცენტრი აქტიურად მუშაობს ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა: განათლების პოლიტიკა, სოციალური საკითხები, გენდერი და ქალთა უფლებები, მწვანე საკითხები და მრავალი სხვა. აღსანიშნავია რომ  ორგანიზაციის იდეები ყოვოლთვის გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით და  რეფორმებით. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრს მიუძღვნის დიდი წვლილი ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა ჯგუფისთვის ალტერნატიული სივრცისა თუ პლატფორმის შექმნაში.

პროგრესის ცენტრს დაარსების შემდგომ არაერთ პროექტზე უმუშავია, მათ შორის: “სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების” პროექტი, რომელიც დაფინანსებულია დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერით; პროექტი “იცურე მშვიდად”, რომელიც ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით დაფინანსდა; “ქალთა გაძლიერების ქსელის” პროექტი, რომელიც ჰოლანდიის საელჩოს მიერ იქნა დაფინანსებული; ასევე, “მინიმალური ხელფასის” პროექტი, რომელიც “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” წარმომადგენლობამ საქართველოში დააფინანსა.

სრულად

სიახლეები

სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი

პროგრესის ცენტრმა „სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების“ პროექტის განხორციელება 2020 წელს დაიწყო დემოკრატიის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით (NED). პროექტის მთავარი მიზანი არის არსებული განათლების სისტემის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და მისი ევროპულ სტანდარტებთან და ხარისხებთან მიახლოება. განათლების ევროპულ ხარისხში ჩვენ ვფიქრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დემოკრატია უნივერსიტეტებში, განათლებისა და მეცნიერების სხვადასხვა დამფუძნებელი მოდელები, განათლების ხელმისაწვდომობა და განათლების პოლიტიკის გრძელვადიანი ხედვა. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ქმნის პლატფორმას, რომელიც განიხილება არსებულ სისტემაში არსებული პრობლემების, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ამ პლატფორმას გააერთიანებს ათასობით სტუდენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, აკადემიური და სამეცნიერო წრეები. თითოეულ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ხმამაღლა თქვას თავისი ხედვები და იდეები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო რეფორმის თითოეულ ასპექტში.

სრულად
Go to Top