
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრი” აცხადებს მიღებას ქ.თბილისის ახალგაზრდულ საკრებულოში.

კონკურსში მონაწილე პირები შეისწავლიან საკრებულოს მუშაობის სპეციფიკას, გაეცნობიან მის ფუნქცია-მოვალეობებს. წევრებს უფლება ექნებათ დაესწრონ კომისიისა და საკრებულოს სხდომებს. ამავდროულად, ინიციატივით მიმართონ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოაწყონ შეხვედრები სხვადასხვა თემატიკაზე ქ.თბილისის საკრებულოში.

წარმოსადგენი დოკუმენტები:
• რეზიუმე
• სამოტივაციო წერილი

განაცხადის მიღების ბოლო დღე: 3 მაისი
შერჩევის ეტაპები:
1. განაცხადების განხილვა;
2. გასაუბრება.
განაცხადი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: centerforprogress.1@gmail.com
კურსდამთავრებულთათვის გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
,,ახალგაზრდული საკრებულოს’’ მხარდამჭერია -National Endowment for Democracy .