მინიმალური ხელფასი

მინიმალური ხელფასი2023-03-17T14:47:35+00:00

მინიმალური ხელფასი საქართველოში დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მიერ
68 000 ლარის ოდენობით 2021 წელს, ხოლო 2022 წელს პროექტი დაფინანსდა 76 944 ლარის ოდენობით. პროექტის მიზანია გაზარდოს ინფორმირებულობა მინიმალური ხელფასის მნიშვნელობის შესახებ. მინიმალური ხელფასი არის ინსტრუმენტი, რომელიც იცავს თანამშრომლებს დამსაქმებლის მიერ ექსპლუატაციისგან. მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საკმარისი და შესაბამისი, რათა უზრუნველყოს ცხოვრების დონე და ზიანი არ მიაყენოს ეკონომიკური განვითარების პროცესს.

საქართველოში დღესდღეობით ისევ მოქმედებს 1999 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც თვიური მინიმალური ხელფასი არის 20 ლარით (6$) განისაზღვრული. ამ ცენტრალური საკითხის უგულებელყოფით, მთავრობა მყარ საფუძველს უქმნის დამსაქმებლებს, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ თავიანთი თანამშრომლების შრომას.

პროექტი იმუშავებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გაზარდოს მათი ინფორმირებულობა მინიმალური ხელფასის სარგებელის შესახებ და გადააქციოს ისინი ცვლილებების მოკავშირეებად. ამრიგად, პროექტის ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რაც გათვალისწინებული იქნება მინიმალური ხელფასის რეფორმის განხორციელებისას. პროექტის ფარგლებში აქტიურად მოხდება მუშაობა აკადემიურ წრეებთან, ჟურნალისტებთან, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, საჯარო მოხელეებთან და ა.შ.

სიახლეები

ბიზნეს დაჯილდოება – „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“

28 დეკემბერი, 2022|

არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით,

შეხვედრა თბილისის საკრებულოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

29 სექტემბერი, 2022|

პროგრესის ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ თბილისის საკრებულოს, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა ეკონომისტებთან მინიმალური ხელფასი

28 სექტემბერი, 2022|

პროგრესის ცენტრის წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრა ეკონომისტებთან და ექსპერტებთან  მინიმალური

Go to Top