მინიმალური ხელფასი

მინიმალური ხელფასი2023-03-17T14:47:35+00:00

მინიმალური ხელფასი საქართველოში დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მიერ
68 000 ლარის ოდენობით 2021 წელს, ხოლო 2022 წელს პროექტი დაფინანსდა 76 944 ლარის ოდენობით. პროექტის მიზანია გაზარდოს ინფორმირებულობა მინიმალური ხელფასის მნიშვნელობის შესახებ. მინიმალური ხელფასი არის ინსტრუმენტი, რომელიც იცავს თანამშრომლებს დამსაქმებლის მიერ ექსპლუატაციისგან. მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საკმარისი და შესაბამისი, რათა უზრუნველყოს ცხოვრების დონე და ზიანი არ მიაყენოს ეკონომიკური განვითარების პროცესს.

საქართველოში დღესდღეობით ისევ მოქმედებს 1999 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც თვიური მინიმალური ხელფასი არის 20 ლარით (6$) განისაზღვრული. ამ ცენტრალური საკითხის უგულებელყოფით, მთავრობა მყარ საფუძველს უქმნის დამსაქმებლებს, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ თავიანთი თანამშრომლების შრომას.

პროექტი იმუშავებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გაზარდოს მათი ინფორმირებულობა მინიმალური ხელფასის სარგებელის შესახებ და გადააქციოს ისინი ცვლილებების მოკავშირეებად. ამრიგად, პროექტის ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რაც გათვალისწინებული იქნება მინიმალური ხელფასის რეფორმის განხორციელებისას. პროექტის ფარგლებში აქტიურად მოხდება მუშაობა აკადემიურ წრეებთან, ჟურნალისტებთან, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, საჯარო მოხელეებთან და ა.შ.

სიახლეები

პროგრესის ცენტრის მსვლელობა მინიმალური ხელფასის კამპანიისთვის

11 ივნისი, 2022|

მანქანებით მსვლელობა, აქცია - ღირსეული მინიმალური ხელფასისათვის. როგორც იცით, საქართველოში

შეხვედრა ახალგაზრდებთან და ექსპერტებთან მინიმალური ხელფასის ირგვლივ

3 ივნისი, 2022|

“პროგრესის ცენტრის” ინიციატივით გაიმართა არაფორმალური შეხვედრა ახალგაზრდებთან მინიმალურ ხელფასსა და

პროგრესის ცენტრის გუნდი უერთდება გადაუდებელი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების აქციას, რომლებიც ითხოვენ ღირსეულ და შესაბამის შრომის ანაზღაურებას

31 მაისი, 2022|

პროგრესის ცენტრის გუნდი კვლავ უერთდება გადაუდებელი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების აქციას,

შეხვედრები ანაზღაურებადი სტაჟირების თემაზე

18 მაისი, 2022|

 დღეს პროგრესის ცენტრის წარმომადგენლები შევხვდით აგრონომიული კომპანია “ბარაქას” HR მენეჯერს

“პროგრესის ცენტრის” ინიციატივით გაიმართა არაფორმალური შეხვედრა ახალგაზრდებთან მინიმალურ ხელფასსა და ანაზღაურებად სტაჟირებასთან დაკავშირებით.

3 მაისი, 2022|

“პროგრესის ცენტრის” ინიციატივით გაიმართა არაფორმალური შეხვედრა ახალგაზრდებთან მინიმალურ ხელფასსა და

შეხვედრები ბიზნეს სუბიექტებთან პროექტი “მინიმალური ხელფასის” ფარგლებში

2 თებერვალი, 2022|

პროექტი "მინიმალური ხელფასის" ფარგლებში, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ არის

შეხვედრები ბიზნეს სუბიექტებთან პროექტი “მინიმალური ხელფასის” ფარგლებში

2 თებერვალი, 2022|

პროექტი "მინიმალური ხელფასის" ფარგლებში, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ არის

სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან: “მინიმალური ხელფასი საქართველოში”.

2 თებერვალი, 2022|

"პროგრესის ცენტრის" ორგანიზებით, "მინიმალური ხელფასის" პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა

Go to Top