
მინიმალური ხელფასი საქართველოში დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის მიერ
68 000 ლარის ოდენობით 2021 წელს, ხოლო 2022 წელს პროექტი დაფინანსდა 76 944 ლარის ოდენობით. პროექტის მიზანია გაზარდოს ინფორმირებულობა მინიმალური ხელფასის მნიშვნელობის შესახებ. მინიმალური ხელფასი არის ინსტრუმენტი, რომელიც იცავს თანამშრომლებს დამსაქმებლის მიერ ექსპლუატაციისგან. მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საკმარისი და შესაბამისი, რათა უზრუნველყოს ცხოვრების დონე და ზიანი არ მიაყენოს ეკონომიკური განვითარების პროცესს.
საქართველოში დღესდღეობით ისევ მოქმედებს 1999 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც თვიური მინიმალური ხელფასი არის 20 ლარით (6$) განისაზღვრული. ამ ცენტრალური საკითხის უგულებელყოფით, მთავრობა მყარ საფუძველს უქმნის დამსაქმებლებს, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ თავიანთი თანამშრომლების შრომას.
პროექტი იმუშავებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გაზარდოს მათი ინფორმირებულობა მინიმალური ხელფასის სარგებელის შესახებ და გადააქციოს ისინი ცვლილებების მოკავშირეებად. ამრიგად, პროექტის ფარგლებში მოხდება საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რაც გათვალისწინებული იქნება მინიმალური ხელფასის რეფორმის განხორციელებისას. პროექტის ფარგლებში აქტიურად მოხდება მუშაობა აკადემიურ წრეებთან, ჟურნალისტებთან, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, საჯარო მოხელეებთან და ა.შ.
სიახლეები
შეხვედრა “საქართველოს პროგრესული ფორუმის” თავმჯდომარესთან – დიმიტრი ცქიტიშვილთან
"პროგრესის ცენტრი"-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, "საქართველოს პროგრესული ფორუმი"-ს თავმჯდომარესთან
საბოლოო ინფორმაცია სს “რუსთავი აზოტში” განვითარებულ მოვლენებზე
ორგანიზაცია პროგრესის ცენტრის სახელით, გვსურს საბოლოო ინფორმაცია მოგაწოდოთ სს "რუსთავი
პროგრესის ცენტრი აგრძელებს სს “რუსთავი აზოტის” გაფიცული თანამშრომლებისთვის სამართლებრივ დახმარებას
პროგრესის ცენტრი აგრძელებს სს "რუსთავი აზოტის" გაფიცული თანამშრომლებისთვის სამართლებრივ დახმარებას.