გავაკეთეთ:
- ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდული გუნდი განათლების პრობლემატიკის ირგვლივ;
- შევადგინეთ პროექტის კალენდარი;
- ჩავატარეთ შეხვედრები ექპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემების თემატური განხილვის მიზნით;
- ჩავატარეთ შეხვედრები აუდიტორია 115-ის წევრებთან გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით;
- ჩავატარეთ შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრ სტუდენტებთან მათი საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარებისა და კონსულტაციის მიზნით;
- ჩამოვაყალიბეთ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი (მათ შორის, იმ სტუდენტების, ვინც სწავლობენ საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამებზე როგორც ევროპის, ასევე ამერიკისა და აზიის ქვეყნებში) და მათთან ერთად შევიმუშავეთ განათლების სისტემაში რეფორმების საჭიროებების ანგარიში;
- საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტებთან ჩავატარეთ პირველი საჯარო ონლაინ სამუშაო შეხვედრა, რომელიც ტრანსილირდა ლაივ რეჟიმში სამოქალაქო მოძრობა ,,ხალხისთვის“ ოფიცილურ გვერდზე. სტუდენტებმა საჯაროდ წარმოადგინეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემების ირგვლივ თავიანთი ხედვები, მათ შორის პრობლემის გადაჭრის მექანიზმები (19 ივლისი);
- ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებმა 1-ელ ივლისს ვიდეო-რგოლით სოციალურ მედიაში მოუწოდეს ახალგაზრდებს პირველ საჯარო შეხვედრაში ჩართულობისაკენ;
- 2 ივლისს მზიურის ამფითეატრში გაიმართა სტუდენტური საჯარო შეხვედრა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ. შეხვედრას გაუძღვნენ აუდიტორია 115-ში მონაწილე ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლები. შეხვედრას ჰქონდა მაღალი ხილვადობა როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში; ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შეხვედრა გადაიცემოდა ლაივ რეჟიმში, ასევე აშუქებდნენ მაღალრეიტინგული ტელევიზიები: ,,რუსთავი 2“ და ,,ფორმულა“;
შეხვედრის შედეგად გამოვლინდა განათლების სისტემური პრობლემის ძირითადი ასპექტები და მომზადდა შეხვედრის ანგარიში; - განათლების თემაზე სამუშაოდ ხელი მოეწერა მემორანდუმს სამოქალაქო გაერთიანება მოძრაობა ,,ხალხისთვის“, ,,მოქალაქეებსა“ და პარტია ,,ლელოს“ შორის და შეიქმნა თემატური სამუშაო პლატფორმა;
- ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მომართვის საფუძველზე“ ადვოკატირება გავუწიეთ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რადგან სამინისტროს ოფიციალური განცხადება მხოლოდ გამოცდის წინა დღეს დაიდო (ისინი გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ).
- ოკუპირებული რეგიონების გადასასვლელების ჩაკეტვის გამო, სტუდენტთა განათლების ხელმისაწვდომობის საკითხზე, ადვოკატირების მიზნით, გამოვითხოვეთ ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისაგან; ოფიციალური წერილით მივმართეთ პრემიერ-მინისტრსა და სახალხო დამცველს, რომელიც გაჟღერდა სხვადასხვა მედია-სააგენტოს მიერ; დაგვიანებულ რეაგირებაზე ჩავწერეთ არაერთი ვიდეო-რგოლი, რომელიც განთავსდა სოციალურ ქსელებში;
- ავამუშავეთ სოციალურ ქსელში გვერდი ,,ახალგაზრდები განათლების რეფორმისთვის“, სადაც ,,პროგრესის ცენტრის“ გვერდთან ერთად განთავსებულია განათლების საკითხზე არსებული გამოწვევებისა და რეაგირების შესახებ ინფორმაციები;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებთან დაკავშრებით წინა დღეს გავმართეთ აქცია-პერფორმანსი არჩევნების გადადებისა და პლაგიატში ეჭვმიტანილი რექტორის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, ვიდრე დამოუკიდებელი ორგანოს მიერ არ იქნება გამოძიებული აღნიშნული ფაქტი. ამასთან, დავაყენეთ მოთხოვნა, შეიქმნას დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპეტენტური პირებისაგან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან; უნივერსიტეტის ეზოს ჭიშკარზე განვათავსეთ ბანერი: ,,უნივერსიტეტში აკადემიურ კორუფციაში ეჭვმიტანილი რექტორია“. აღნიშნული ფაქტი გაშუქდა მაღალი რეიტინგის მქონე ტელევიზიებისაგან, მათ შორის, ,,ტვ პირველისა“ და ,,რუსთავი 2“-საგან; ინფორმაცია განთავსდა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის, სტუდენტების პირად გვერდებზე;
- მოთხოვნის მიუხედავად, რექტორის არჩევნების არგადადების გამო, ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი წარვადგინეთ დამკვირვებლად;
- არჩევნების დღეს, ,,პროგრესის ცენტრი“ აქატიურად აპროტესტებდა მედიაში რექტორის არჩევნების პროცედურას, მათ შორის გაიმართა სატელევიზიო ბრიფინგი და სტუდენტების ინტერვიუები გადაიცემოდა თითქმის ყველა მთავარი მედია საშუალებისაგან; ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლები აღნიშნულ თემასთან მიმართებით მიიწვიეს სხვადასხვა გადაცემაში. რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ აღნიშნული თემა ფიგურირებდა;
- რექტორის არჩევნების მეორე დღეს, პროცედურული დარღვევის საფუძველზე, დავწერეთ საჩივარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიმართ;
- პროცედურული დარღვევისა და არჩევნების არასამართლიანად წარმართვის გამო ,,პროგრესის ცენტრის“ ახალგაზრდებთან ერთად გავმართეთ პრეს ბრიფინგი, რომელიც გადაიცემოდა თითქმის ყველა მთავარი მედია-საშუალების მიერ;
- ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებმა პროცედურული დარღვევა გავასაჩივრეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც;
- კოვიდის ვირუსის გამო გადადებული სასწავლო პროცესის პირობებში ,,პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებმა აქცია პერფორმანსი გავმართეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმ მოტივით, რომ სამინისტროს 6 თვის განმავლობაში ჰქონდა მოსამზადებელი ვადა სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფო კვლავ მოუმზადებელი შეხვდა, მათ შორის, მასწავლებლების კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვის მიმართ; აქაცია-პერფორმანსი ტრანსილირებული იყო თითქმის ყველა მთავარი მედია-საშუალების მიერ და განთავსდა სოციალურ ქსელებშიც;
- ჩავწერეთ არაერთი ლაივ-ვიდეო ოფიციალურ გვერდზე ზემოთაღნიშნული პრობლემის მიმართ, მათ შორის, გავაპროტესტეთ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის არიდების საკითხი;