პროგრესის ცენტრმა 75 000-ზე მეტი სტატუს შეჩერებული სტუდენტის პრობლემა კიდევ ერთხელ გაახმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე.
ჩვენ ვთხოვთ პასუხს საქართველოს მთავრობას, თუ რას აპირებენ 76,000 სტატუსის შეჩერებული სტუდენტთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც თითქმის ყოველ მეორე სტუდენტს ჩამოერთვა განათლების კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება!
სამწუხაროდ, მთავრობამ ვერ შეძლო ჩვენს გამოწვევებზე მორგებული ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზება – მაკა ტოხიშვილი, პროგრესის ცენტრის წარმომადგენელი