,,პროგრესის ცენტრმა” ტრანსპორტის გაძვირება პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან, პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად თბილისის საკრებულოსთან გავაპროტესტეთ.

,,პროგრესის ცენტრის” წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიმართეს საკრებულოს თხოვნით, მონაწილეობა მიეღოთ საკრებულოს სხდომაში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამისი კანონიერი უფლება აქვთ მოქალაქეებს, შეხვედრაზე წარმომადგენლები არ დაუშვეს.

აღნიშნულ პერფორმანსს მოჰყვა მთავარი მედია საშუალებების დაინტერესება და გაშუქდა ტელესივრცეში.