ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრის” კამპანიებისა და ბრძოლის შედეგად, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას განახორციელებს. პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება.
გაზაფხულის სემესტრის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყება 2022 წლის 1 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით (თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).
დამატებითი განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

https://iliauni.edu.ge/uploads/other/64/64708.pdf