2020 წლის მაისს “CRRC-საქართველოსთვის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% სრულად ემხრობა საქართველოში მინიმალური ხელფასის შემოღებას, 27% ნაწილობრივ ემხრობა, 4% ნაწილობრივ არ ემხრობა, ხოლო 8% საერთოდ არ ემხრობა.

მნიშვნელოვანია, 2021 წლის კვლევის შედეგები, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. ამ მონაცემებით კი შესაძლებლობა გვექნება წინა წლის მონაცემებს შევადაროთ, თუ რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს მინიმალური ხელფასის ცვლილებას.