პროგრესის ცენტრის უკვე მესამე წელია რაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის მეშვეობით ახორციელებს “სტუდენტების აქტივიზმის მხარდაჭერის” პროექტს. პირველად საქართველოში, ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში დაარსდა ქ.თბილისის ახალგაზრდული საკრებულო.
ახალგაზრდული საკრებულოს ფარგლებში შეირჩნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლიტიკით და აღელვებთ მათ ადგილობრივ რაიონში არსებული პრობლემები. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას პოლიტიკაში და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.