პროგრესის ცენტრის განცხადება
,,პროგრესის ცენტრის” სტუდენტურ კოალიციას გვსურს, გამოვეხმაუროთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს.
დიდი ხანია, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული სისტემა დაშორებულია სტუდენტების საჭიროებებსა და ინტერესებს. ამას ადასტურებს ავტორიტარული სამართლებრივი სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია წესდების სახით, ნულოვანი ჩართულობა უნივერსიტეტის მართვაში და ანგარიშვალდებულების არარსებული კომპონენტი.
სამწუხაროა, რომ ამგვარ სისტემას ემატება გარე ჩარევები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.
გამოსავალი ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის ცვლილებაშია, რომელმაც უნდა დაუშვას პლურალისტული სტუდენტური გარემო და ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა, თანაბრად მიიღონ უნივერსიტეტში არსებული რესურსები.