პროგრესის ცენტრმა მოძრაობა “ხალხისთვის” და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად გამართა აქცია 76 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დინანსური დავალიანების გამო 13 000 ზე მეტმა ადამიანმა შეიჩერა სტატუსი. ზოგადად კი 33 000 ზე მეტ ადამიანს აქვს ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული. პანდემიამ ოჯახებს სამუშაო ადგილები წაართვა, შეუზღუდა ყველანაირი ფინანსური წყარო. ამის მიუხედავად, სახელმწიფო მაინც არ ინტერესდება ამ სტუდენტების საკითხით – ნინო წულაძე, მოძრაობა “ხალხისთვის” წარმომადგენელი