პროგრესის ცენტრმა, სამოქალაქო მოძრაობებთან და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ წარმომადგენლებთან ერთად, ჩაატარა აქცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან 76 000 შეჩერებული სტუდენტის პრობლემის შესახებ.
,,მიზანი რომ იყოს, რომ მართლაც ახალგაზრდები არ დაზარალდნენ და მიიღონ განათლება, ეს თავისთავად ჩაიდებოდა ანტიკრიზისულ გეგმაში, ეს არ არის ახალი პრობლემა”- მაკა ტოხიშვილი პროგრესის ცენტრის წარმომადგენელი მთავარ არხზე.