„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლები შეხვდნენ „საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციის” დამფუძნებელს – შალვა ალავერდაშვილს. შეხვედრის ფარგლებში მათ ისაუბრეს მინიმალური ხელფასის შესახებ და ამასთან მიმართებაში, მოისმინეს პოზიცია, რომ სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების სექტორში უნდა არსებობდეს საათობრივი მინიმალური ანაზღაურება.
„პროგრესის ცენტრისთვის“ მნიშვნელოვანია გავიგოთ დამსაქმებელთა პოზიცია მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, რათა შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მისაღები იქნება, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე დასაქმებულებისთვის. ჩვენი მიზანია, ქვეყნანაში დაინერგოს ისეთი სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაში იქნება განვითარებული ქვეყნების პრაქტიკასთან.
მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, ადამიანები სხედან და შენობაში-(ი)ს გამოსახულება