2021 წლის 6 აგვისტოს “პროგრესის ცენტრის” წარმომადგენლები შეუერთდნენ “თბილსერვის ჯგუფის” გაფიცული თანამშრომლების პროტესტს და მათ სამართლებრივი დახმარება გაუწიეს.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ “თბილსერვის ჯგუფის” ადმინისტრაციის თანამშრომლებისადმი დამოკიდებულება, საერთოდ არ შეესაბამება ღირსეულ და ადამიანურ მოპყრობას.

ყოველდღიურად, თითოეულ მათგანს არასათანადო შრომის პირობებში უწევს მუშაობა, არ აქვთ ელემენტარული სამუშაო აღჭურვილობა, მათ შორის ხელთათმანი, ბათინკი, მაისური.

გაფიცული თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნაა ხელფასის 50%-ით ზრდა, რაც სრულად საფუძვლიანია და აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს!
დაუშვებელია მათი მინიმალური სახელფასო ანაზღაურება არ იყოს ღირსეული შრომის ანაზღაურების შესაბამისი.

უფლებადამცველი ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრი” აგრძელებს გაფიცულების სამართლებრივ დახმარებას.