პროგრესის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თეატრალური სფეროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მსვლელობისას საუბარი შეეხო თეატრში არსებულ გამოწვევებს, რაც რთულ სამუშაო პირობებთან ერთად, ვლინდება რეჟისორებისა და მსახიობების უსამართლო ანაზღაურებაში.
ყოველი მომდევნო შეხვედრა გვარწმუნებს, რომ საქართველოში არ არსებობს სფერო, რომელშიც არის ღირსეული ხელფასი ყველასთვის და გამონაკლისი არც თეატრი აღმოჩნდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსახიობებს მუშაობა უწევთ მხოლოდ ენთუზიაზმით და ფინანსური შემოსავლის წყაროდ, დიდ ნაწილს, სრულიად სხვა სამსახური აქვს.
პრობლემის რეგულირება არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან და მნიშვნელოვანია ქვეყანაში ოფიციალურად ხელახლა განისაზღვროს და გაიზარდოს მინიმალური ხელფასი, რათა ადამიანების შრომა გახდეს ღირსეულად ანაზღაურებადი და მსახიობს, რეჟისორებსს, გამნათებელსა და თეატრში დასაქმებულ სხვა ადამიანებს აღარ უწევდეთ დამატებით სრულიად სხვა საქმეში შრომა, საარსებო ფინანსური მინიმუმის მოსაპოვებლად.