“პროგრესის ცენტრი”-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, “საქართველოს პროგრესული ფორუმი”-ს თავმჯდომარესთან – დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად გაიმართა დისკუსია მინიმალურ ხელფასსა და მასთან დაკავშირებულ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.
მხარეების მიერ შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მინიმალურ ხელფასზე ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.
პროგრესის ცენტრი აგრძელებს თემით დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციას.
ყველა დაინტერესებულ სუბიექტს შესაძლებლობა აქვს, პროგრესის ცენტრთან ერთად იმუშაოს საქართველოში არსებული მინიმალური ხელფასის ცვლილებაზე.
მხარდამჭერია Friedrich-Ebert-Stiftung- ფრიდრიხ ებერტის ფონდი.