,,პროგრესის ცენტრის“ წევრების ორგანიზებით მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU)  ცირა ბარბაქაძემ ლექცია ჩაატარა თემაზე – მომავლის გამოწვევები: განათლება და პოლიტიკა.

ციფრულმა სამყარომ და ტექნოლოგიებმა  სრულიად შეცვალა ჩვენი რეალობა, თუმცა ჯერ ისევ ძველ სტრუქტურებში ვცხოვრობთ და კონფლიქტის წყაროც სწორედ ეს არის.

ცვლილებები, რომელთა წინაშეც ჩვენ ვართ, უბრალოდ ცვლილებები კი არ არის, არამედ პარადიგმის ცვლილებაა; საკმარისი არ არის არსებული სტრუქტურების განახლება, საჭიროა ახალი სტრუქტურების შექმნა;

პარადიგმული ცვლილებების საფუძველი – განათლებაა! აბსტრაქტული განათლების სისტემიდან ჩვენ უნდა გადავიდეთ ინდივიდუალური განათლების სისტემაზე; ცოდნის დაგროვებიდან – ცოდნის გამოყენებაზე!

თუ ქვეყნის პროგრესი გვსურს, პოლიტიკამ უნდა შექმნას კონტექსტი, განათლების ფუნდამენტური და პარადიგმული ცვლილებებისთვის!