დღეს საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და განათლების მინისტრს 4 კითხვით ოფიციალურად მივმართეთ:
2020 წლის მონაცემებით 75 000 სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული. აქედან დიდ უმრავლესობას კოვიდპანდემიის გამო მოუწიათ სწავლის შეწყვეტა, რადგან დაკარგეს სამსახურები და ვეღარ შეძლეს გადასახადის გადახდა. სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა თუ შედის მომავალი მთავრობის პროირიტეტებში და თუ ეძებს გამოსავალს ხელისუფლება?
რას აპირებს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრი, როდესაც სახელმწიფოს რეაგირების გარეშე ათასობით სტუდენტს ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება- მიიღოს თავისუფალი და ხელმისაწვდომი განათლება?
პანდემიის დაფინანსების პროგრამებში რატომ არაა განათლება პრიორიტეტი?
დაახლოებით ერთი კვირის წინ პარლამენტის განათლებს, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ორგანიზაცია „პროგრესის ცენტის“ სტუდენტების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა. იგი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობდა, კერძოდ, გარდამავალი დებულებით უნდა განახევრდეს სწავლის საფასური და აღუდგეთ პანდემიის დროს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სასწავლო პროცესი. თუმცა ამ თემაზე პასუხი არავის დაუბრუნებია. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია აღნიშნულ პობლემაზე.