სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი

სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი2023-03-17T15:11:58+00:00

სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტი დაფინანსდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ 39 241 აშშ დოლარის ოდენობით 2020–2021 წლებში. პროექტის მიზანია სტუდენტების გაძლიერება თბილისის ორ დიდ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ადვოკატირების კამპანიის შექმნა სტუდენტთა ჩართულობისა და აკადემიური კორუფციის დასასრულებლად ორ უდიდეს უნივერსიტეტში. კამპანიას ექნება სამი ფოკუსური წერტილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 2020 წლის სექტემბერში; საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში; და 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი.

პროექტის წარმატებიდან გამომდინარე ფონდმა განაგრძო არსებული პროექტის დაფინანსება 45 900 აშშ დოლარის ოდენობით 2021–2022 წლებში. 2022 წელს პროექტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა მოხდეს, მაგალითად, პოლიტიკური დებატებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელშეწყობა ქართულ უნივერსიტეტებში; უნივერსიტეტის სახსრების გამოყოფისას ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელშეწყობა; ასევე, სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ტრანსფორმირებას და დაახლოვოს იგი ევროპულ სტანდარტებს და ხარისხს. ევროპული ხარისხის განათლებაში ჩვენ მოვიაზრებთ ისეთ საკითხებს როგორიცაა: უნივერსიტეტის შიდა დემოკრატია, განათლების და მეცნიერების განსხვავებული დაფინანსების მოდელები, განათლების ხელმისაწვდომობა  და გრძელვადიანი ხედვა განათლების პოლიტიკის.

პროექტი არის უნიკალური იმით, რომ ის ქმნის სამსჯელო პლატფორმას დღევანდელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე,გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ეს პლატფორმა გააერთიანებს თავის ირგვლივ, როგორც ათასობით სტუდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. თითოეულ ამ ადამიანს შესაძლებლობა ექნებათ თავიანი ხედვები და აზრები გააჟღერონ, რომელიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო რეფორმის თითოეულ ასპექტში.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა შეიძინონ პრაქტიკული უნარები და ცოდნა პოლიტიკის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა პირველად საქართველოში ახალგაზრდული საკრებულოს დაფუძნება, სადაც ახალგაზრდები თბილისის საკრებულოში გაეცნობიან და უშუალოდ დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამ მიმართულებით დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა და 2022 წელს ამ მიმართულებით გავაგრძელეთ პროექტი, რომელიც დაფინანსდა 54 510 აშშ დოლარის ოდენობით.

სიახლეები

ცხადდება მიღება თბილისის ახალგაზრულ საკრებულოში

15 აპრილი, 2024|

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრი'' აცხადებს მიღებას ქ.თბილისის ახალგაზრდულ საკრებულოში. კონკურსში

გამოცხადდა მიღება ქალაქ ქუთაისის პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში

15 აპრილი, 2024|

,,პროგრესის ცენტრი'' აცხადებს ახალი ნაკადის მიღებას ,,პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში'' ქ.ქუთაისში

პოდკასტი “ქალების უფლებების შესახებ” უფლებადამცველ ლელა გაფრინდაშვილთან ერთად

1 მარტი, 2024|

  https://www.youtube.com/watch?v=joL_Or2FSG0&ab_channel=CenterforProgress

პოდკასტი “ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკაში და მათი სოციალური მდგომარეობა” – დავით ფერაძესთან ერთად

1 იანვარი, 2024|

  https://www.youtube.com/watch?v=bHwYHeri9qQ&ab_channel=CenterforProgress

დასრულდა პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა ქალაქ თელავში

30 დეკემბერი, 2023|

დასრულდა პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა ქალაქ თელავში.გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენ

პოდკასტი – შრომითი უფლებები, მინიმალური ხელფასი – უფლებადამცველთან უჩა ნანუაშვილთან ერთად

1 ნოემბერი, 2023|

  https://www.youtube.com/watch?v=ro06sTPX5vk&ab_channel=CenterforProgress

,,პროგრესის ცენტრი” აქტიურად აგრძელებს მუშაობას სტუდენტების საცხოვრისთან დაკავშირებით.

11 ოქტომბერი, 2023|

ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში ჩართნულნი უნდა იყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, ხელისუფლების

Go to Top