სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი

სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი2023-03-17T15:11:58+00:00

სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტი დაფინანსდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ 39 241 აშშ დოლარის ოდენობით 2020–2021 წლებში. პროექტის მიზანია სტუდენტების გაძლიერება თბილისის ორ დიდ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ადვოკატირების კამპანიის შექმნა სტუდენტთა ჩართულობისა და აკადემიური კორუფციის დასასრულებლად ორ უდიდეს უნივერსიტეტში. კამპანიას ექნება სამი ფოკუსური წერტილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 2020 წლის სექტემბერში; საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში; და 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი.

პროექტის წარმატებიდან გამომდინარე ფონდმა განაგრძო არსებული პროექტის დაფინანსება 45 900 აშშ დოლარის ოდენობით 2021–2022 წლებში. 2022 წელს პროექტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა მოხდეს, მაგალითად, პოლიტიკური დებატებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელშეწყობა ქართულ უნივერსიტეტებში; უნივერსიტეტის სახსრების გამოყოფისას ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელშეწყობა; ასევე, სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ტრანსფორმირებას და დაახლოვოს იგი ევროპულ სტანდარტებს და ხარისხს. ევროპული ხარისხის განათლებაში ჩვენ მოვიაზრებთ ისეთ საკითხებს როგორიცაა: უნივერსიტეტის შიდა დემოკრატია, განათლების და მეცნიერების განსხვავებული დაფინანსების მოდელები, განათლების ხელმისაწვდომობა  და გრძელვადიანი ხედვა განათლების პოლიტიკის.

პროექტი არის უნიკალური იმით, რომ ის ქმნის სამსჯელო პლატფორმას დღევანდელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე,გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ეს პლატფორმა გააერთიანებს თავის ირგვლივ, როგორც ათასობით სტუდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. თითოეულ ამ ადამიანს შესაძლებლობა ექნებათ თავიანი ხედვები და აზრები გააჟღერონ, რომელიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო რეფორმის თითოეულ ასპექტში.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა შეიძინონ პრაქტიკული უნარები და ცოდნა პოლიტიკის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა პირველად საქართველოში ახალგაზრდული საკრებულოს დაფუძნება, სადაც ახალგაზრდები თბილისის საკრებულოში გაეცნობიან და უშუალოდ დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამ მიმართულებით დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა და 2022 წელს ამ მიმართულებით გავაგრძელეთ პროექტი, რომელიც დაფინანსდა 54 510 აშშ დოლარის ოდენობით.

სიახლეები

ახალგაზრდული საკრებულოს წევრების შეხვედრა თბილისის საკრებულოში

18 იანვარი, 2023|

ქ.თბილისის პარტია ,,ანა დოლიძე - ხალხისთვის'' საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ

ახალგაზრდული საკრებულოს წევრები ესწრებიან თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომას

23 დეკემბერი, 2022|

პროგრესის ცენტრი უკვე მესამე წელია რაც სტუდენტთა აქტივიზმის პროექტს ახორციელებს

პირველად საქართველოში დაარსდა ახალგაზრდული საკრებულო

2 დეკემბერი, 2022|

პროგრესის ცენტრის უკვე მესამე წელია რაც დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის

ლექცია ბათუმში პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში

28 ნოემბერი, 2022|

პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა პროგრესის ცენტრის მიერ თბილისის შემდგომ, ახლა უკვე

ლექცია პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში ქუთაისში

27 ნოემბერი, 2022|

პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა პროგრესის ცენტრის მიერ თბილისის შემდგომ, ახლა უკვე

ახალგაზრდული საკრებულოს წევრების შეხვედრა თბილისის საკრებულოში

22 ნოემბერი, 2022|

პროგრესის ცენტრის მიერ პირველად საქართველოში დაფუძნდა ახალგაზრდული საკრებულო დემოკრატიის მხარდაჭერის

ახალგაზრდული საკრებულოს პროექტის მონაწილეების შერჩევა დასრულდა!

1 ნოემბერი, 2022|

ახალგაზრდული საკრებულოს პროექტის მონაწილეების შერჩევა დასრულდა! პირველად საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია

პროგრესის ცენტრი აცხადებს მიღებას ახალგაზრდულ საკრებულოში!

10 ოქტომბერი, 2022|

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრი'' აცხადებს მიღებას ქ.თბილისის ახალგაზრდულ საკრებულოში კონკურსში

Go to Top