
სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტი დაფინანსდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ 39 241 აშშ დოლარის ოდენობით 2020–2021 წლებში. პროექტის მიზანია სტუდენტების გაძლიერება თბილისის ორ დიდ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ადვოკატირების კამპანიის შექმნა სტუდენტთა ჩართულობისა და აკადემიური კორუფციის დასასრულებლად ორ უდიდეს უნივერსიტეტში. კამპანიას ექნება სამი ფოკუსური წერტილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 2020 წლის სექტემბერში; საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში; და 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი.
პროექტის წარმატებიდან გამომდინარე ფონდმა განაგრძო არსებული პროექტის დაფინანსება 45 900 აშშ დოლარის ოდენობით 2021–2022 წლებში. 2022 წელს პროექტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა მოხდეს, მაგალითად, პოლიტიკური დებატებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელშეწყობა ქართულ უნივერსიტეტებში; უნივერსიტეტის სახსრების გამოყოფისას ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელშეწყობა; ასევე, სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ტრანსფორმირებას და დაახლოვოს იგი ევროპულ სტანდარტებს და ხარისხს. ევროპული ხარისხის განათლებაში ჩვენ მოვიაზრებთ ისეთ საკითხებს როგორიცაა: უნივერსიტეტის შიდა დემოკრატია, განათლების და მეცნიერების განსხვავებული დაფინანსების მოდელები, განათლების ხელმისაწვდომობა და გრძელვადიანი ხედვა განათლების პოლიტიკის.
პროექტი არის უნიკალური იმით, რომ ის ქმნის სამსჯელო პლატფორმას დღევანდელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე,გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ეს პლატფორმა გააერთიანებს თავის ირგვლივ, როგორც ათასობით სტუდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. თითოეულ ამ ადამიანს შესაძლებლობა ექნებათ თავიანი ხედვები და აზრები გააჟღერონ, რომელიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო რეფორმის თითოეულ ასპექტში.
მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა შეიძინონ პრაქტიკული უნარები და ცოდნა პოლიტიკის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა პირველად საქართველოში ახალგაზრდული საკრებულოს დაფუძნება, სადაც ახალგაზრდები თბილისის საკრებულოში გაეცნობიან და უშუალოდ დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამ მიმართულებით დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა და 2022 წელს ამ მიმართულებით გავაგრძელეთ პროექტი, რომელიც დაფინანსდა 54 510 აშშ დოლარის ოდენობით.
სიახლეები
შეხვედრა სტუდენტებთან
პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის სტუდენტებმა იმსჯელეს ქართველი
პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის დახურვა
ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის" ინიციატივით, 2021 წელს დაარსდა პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა,
განცხადება – თბილისის მერიის პროგრამა
ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის" კამპანიებისა და ბრძოლის შედეგად, თბილისის მერია სოციალურად
შეხვედრა სტუდენტებთან ქუთაისში
,,პროგრესის ცენტრის“ ორგანიზებით, "სტუდენტთა უფლებების ადვოკატირების" პროგრამის ფარგლებში ქალაქ ქუთაისში
პროგრესის ცენტრის მიმართვა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
ფორუმი – “სტუდენტების ხმა საკრებულოში”
20 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის" ინიციატივით, თბილისის საკრებულოში სტუდენტების
აქცია ტრანსპორტის გაძვირებასთან დაკავშირებით
,,პროგრესის ცენტრმა" ტრანსპორტის გაძვირება პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან, პოლიტიკოსებთან და
პეტიცია – აჭარის მთავრობა – გაზარდეთ დაფინანსება სტუდენტებისთვის!
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2021 წელს სტატუსშეჩერებულ
მასტერკლასი პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის
16 დეკემბერს, პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში სტუდენტებს ლექცია მმართველობის პრობლემებთან