
სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტი დაფინანსდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ 39 241 აშშ დოლარის ოდენობით 2020–2021 წლებში. პროექტის მიზანია სტუდენტების გაძლიერება თბილისის ორ დიდ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ადვოკატირების კამპანიის შექმნა სტუდენტთა ჩართულობისა და აკადემიური კორუფციის დასასრულებლად ორ უდიდეს უნივერსიტეტში. კამპანიას ექნება სამი ფოკუსური წერტილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 2020 წლის სექტემბერში; საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში; და 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი.
პროექტის წარმატებიდან გამომდინარე ფონდმა განაგრძო არსებული პროექტის დაფინანსება 45 900 აშშ დოლარის ოდენობით 2021–2022 წლებში. 2022 წელს პროექტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა მოხდეს, მაგალითად, პოლიტიკური დებატებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელშეწყობა ქართულ უნივერსიტეტებში; უნივერსიტეტის სახსრების გამოყოფისას ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელშეწყობა; ასევე, სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.
პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ტრანსფორმირებას და დაახლოვოს იგი ევროპულ სტანდარტებს და ხარისხს. ევროპული ხარისხის განათლებაში ჩვენ მოვიაზრებთ ისეთ საკითხებს როგორიცაა: უნივერსიტეტის შიდა დემოკრატია, განათლების და მეცნიერების განსხვავებული დაფინანსების მოდელები, განათლების ხელმისაწვდომობა და გრძელვადიანი ხედვა განათლების პოლიტიკის.
პროექტი არის უნიკალური იმით, რომ ის ქმნის სამსჯელო პლატფორმას დღევანდელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე,გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ეს პლატფორმა გააერთიანებს თავის ირგვლივ, როგორც ათასობით სტუდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. თითოეულ ამ ადამიანს შესაძლებლობა ექნებათ თავიანი ხედვები და აზრები გააჟღერონ, რომელიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო რეფორმის თითოეულ ასპექტში.
მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა შეიძინონ პრაქტიკული უნარები და ცოდნა პოლიტიკის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა პირველად საქართველოში ახალგაზრდული საკრებულოს დაფუძნება, სადაც ახალგაზრდები თბილისის საკრებულოში გაეცნობიან და უშუალოდ დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამ მიმართულებით დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა და 2022 წელს ამ მიმართულებით გავაგრძელეთ პროექტი, რომელიც დაფინანსდა 54 510 აშშ დოლარის ოდენობით.
სიახლეები
მასტერკლასი პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში
პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია თემაზე "რა არის
აჭარის სტუდენტები აჭარის განათლების მინისტრს მიმართავენ
,,პროგრესის ცენტრმა" აჭარის რეგიონის მოქმედ სტუდენტებთან ერთად ბათუმში, აჭარის განათლების
ლევან ბერძენიშვილის ლექცია პრაქტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში
https://www.youtube.com/watch?v=iPCKW-lxcns
განათლების ფორუმი
,,პროგრესის ცენტრის" ინიციატივით, განათლების ფორუმი გავმართეთ, რომელზეც განვიხილეთ სასკოლო,
პროგრესის ცენტრის მიმართვა რუსთავის მერიას და საკრებულოს
„პროგრესის ცენტრმა“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შეიტანა. ორგანიზაცია რუსთავის
პროგრესის ცენტრის გუნდი რუსთავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვას დაესწრო
2021 წლის 22 ნოემბერს "პროგრესის ცენტრის" გუნდი დაესწრო ონლაინ შეხვედრას
გიორგი მაისურაძის ლექცია პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში
https://www.youtube.com/watch?v=lxD2ftDTbFo
მაკა ტოხიშვილის ლექცია პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში
10 ნოემბერს პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში მორიგი ლექცია გაიმართა. სკოლის
პირველი ლექცია პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში
,,პროგრესის ცენტრის" პრაქტიკული პოლიტიკის სკოლაში პირველი ლექცია- ,,პოლიტიკა: ძალაუფლება,