სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი

სტუდენტთა უფლებების მხარდაჭერის პროექტი2023-03-17T15:11:58+00:00

სტუდენტების უფლებების ადვოკატირების პროექტი დაფინანსდა დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მიერ 39 241 აშშ დოლარის ოდენობით 2020–2021 წლებში. პროექტის მიზანია სტუდენტების გაძლიერება თბილისის ორ დიდ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ადვოკატირების კამპანიის შექმნა სტუდენტთა ჩართულობისა და აკადემიური კორუფციის დასასრულებლად ორ უდიდეს უნივერსიტეტში. კამპანიას ექნება სამი ფოკუსური წერტილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევა 2020 წლის სექტემბერში; საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში; და 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდი.

პროექტის წარმატებიდან გამომდინარე ფონდმა განაგრძო არსებული პროექტის დაფინანსება 45 900 აშშ დოლარის ოდენობით 2021–2022 წლებში. 2022 წელს პროექტმა გამოავლინა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აქცენტი უნდა მოხდეს, მაგალითად, პოლიტიკური დებატებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელშეწყობა ქართულ უნივერსიტეტებში; უნივერსიტეტის სახსრების გამოყოფისას ანგარიშვალდებულებისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხელშეწყობა; ასევე, სტუდენტთა ადვოკატირების ხელშეწყობა ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში არსებული განათლების სისტემის ტრანსფორმირებას და დაახლოვოს იგი ევროპულ სტანდარტებს და ხარისხს. ევროპული ხარისხის განათლებაში ჩვენ მოვიაზრებთ ისეთ საკითხებს როგორიცაა: უნივერსიტეტის შიდა დემოკრატია, განათლების და მეცნიერების განსხვავებული დაფინანსების მოდელები, განათლების ხელმისაწვდომობა  და გრძელვადიანი ხედვა განათლების პოლიტიკის.

პროექტი არის უნიკალური იმით, რომ ის ქმნის სამსჯელო პლატფორმას დღევანდელ სისტემაში არსებულ პრობლემებზე,გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ეს პლატფორმა გააერთიანებს თავის ირგვლივ, როგორც ათასობით სტუდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს. თითოეულ ამ ადამიანს შესაძლებლობა ექნებათ თავიანი ხედვები და აზრები გააჟღერონ, რომელიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო რეფორმის თითოეულ ასპექტში.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა შეიძინონ პრაქტიკული უნარები და ცოდნა პოლიტიკის შესახებ. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა პირველად საქართველოში ახალგაზრდული საკრებულოს დაფუძნება, სადაც ახალგაზრდები თბილისის საკრებულოში გაეცნობიან და უშუალოდ დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. სწორედ ამ მიმართულებით დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა და 2022 წელს ამ მიმართულებით გავაგრძელეთ პროექტი, რომელიც დაფინანსდა 54 510 აშშ დოლარის ოდენობით.

სიახლეები

თბილისის მერია 2000 ზე მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს

10 მარტი, 2021|

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ სტუდენტს

შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან – ნუნუ მიცკევიჩთან

3 მარტი, 2021|

  სწავლის საფასურის განახევრებისა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების შესახებ ,,პროგრესის

შეხვედრა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში სტატუსშეჩერებული სტუდენტების თემაზე

12 თებერვალი, 2021|

გასული წლის 19 დეკემბერს, კოვიდპანდემიის დროს სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემების დარეგულირების

პროგრესის ცენტრის და სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან

27 იანვარი, 2021|

პროგრესის ცენტრმა, სამოქალაქო მოძრაობებთან და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ წარმომადგენლებთან ერთად,

პროგრესის ცენტრის აქცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან

27 იანვარი, 2021|

პროგრესის ცენტრმა მოძრაობა "ხალხისთვის" და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად გამართა აქცია

მემორანდუმის გაფორმება და შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების ახალგაზრდულ წარმომადგენლებთან

26 იანვარი, 2021|

  ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის" ინიციატივით პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების

პროგრესის ცენტრის მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან

26 იანვარი, 2021|

,,პროგრესის ცენტრის" ინიციატივით, სამოქალაქო მოძრაობებისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა წარმომადგენლებმა

Go to Top