არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ცნობით, დღევანდელ ღონისძიებაზე ყველა ის საკითხი და პრობლემა განიხილეს დეტალურად, რაც საქართველოში ახალგაზრდებს დასაქმების დროს ექმნებათ. პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ყველა კუთხიდან შეხედეს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე.