პროგრესის ცენტრი აგრძელებს სს “რუსთავი აზოტის” გაფიცული თანამშრომლებისთვის სამართლებრივ დახმარებას.

ორდღიანი გაფიცვის შემდგომ, რუსთავის ადმინისტრაცია დასთანხმდა გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრას, სადაც მათ პასუხი ერთადერთ მოთხოვნაზე უნდა მიეღოთ. მოთხოვნა ეხებოდა ხელფასის გაზრდას, რაც გამომდინარეობს არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან.
მიუხედავად ამისა, რუსთავის აზოტის ხელმძღვანელობამ დაუსაბუთებლად განუცხადა გაფიცულ თანამშრომლებს მათ მოთხოვნაზე უარი!
სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, წერილით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გაფიცული თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის მოლაპარაკების პროცესში, სამინისტროს მიერ დაინიშნოს მედიატორი. მედიატორის დანიშვნა და მედიაციის დაწყება, პროცესის ფართო მასშტაბიდან გამომდინარე, მხარეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს, რომ სამუშაო პროცესი თანამშრომლებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე გააგრძელონ.
ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს და მნიშვნელოვანია, პასუხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში მივიღოთ.