არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესის ცენტრი” უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში არსებულ მინიმალური ხელფასის აქტუალობაზე საუბრობს.
NDI-ის უახლესი კვლევის შესაბამისად, საქართველოში ერთ-ერთ დიდ პრობლემად, კვლავ დაბალი ხელფასები სახელდება.
საგანგაშო მოცემულობაა გაზრდილი ფასების ფონზე, დასაქმებულების დაბალი ანაზღაურება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, წლების მანძილზე უცვლელია.
პროგრესის ცენტრის ადმინისტრაციას მიგვაჩნია, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, სახელმწიფოს მიერ ღირსეული მინიმალური ხელფასის დადგენაა!